როგორ შევინარჩუნოთ მაკიაჟი ზაფხულის ცხელ დღეებში

ყველა ჩვენგანმა ვინც უმაკიაჟოდ მაღაზიაშიც კი არ ჩადის, ვიცით თუ როგორი პრობლემური შეიძლება იყოს ზაფხულის ცხელი დღეები. ჩვენ ბრონზერის წასმაც გვსურს და ჰაილაითერისაც ჩვენი რუჯის კიდევ უფრო ლამაზად გამოსაჩენად, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივია რადგან სიცხეში კანი მარტივად ცხიმიანდება და მაკიაჟიც ადვილად ჩამოდის.

ჩვენ გაგანდობთ რამდენიმე საიდუმლოს, თუ როგორ შეინარჩუნოთ მაკიაჟი ყველაზე ცხელ დღეებშიც კი.

მოამზადეთ თქვენი კანი

პროცედურა ყოველთვის სახის კარგად დაბანით უნდა დაიწყოთ. ამ დროს თქვენი კანი გრილდება და ამის შემდეგ უკვე მზად არის დამატენიანებლის მისაღებად. სასურველია აირჩიოთ დამატენიანებელი კრემი, რომელიც არ შეიცავს ზეთს და ამავდროულად დაგიცავთ მზის მავნე სხივებისაგან. კანის მომზადება პრაიმერის წასმით დაასრულეთ.

სწორად შეარჩიეთ პროდუქტები

თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაკიაჟი სწორად შეარჩიოთ, განსაკუთრებით ზაფხულში. იმისათვის რომ, ცხიმიან და პრიალა კანს თავი აარიდოთ უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც არ არის დამზადებული ზეთოვან ბაზაზე. ეს ასევე ეხება ლაინერსა და თვალის ჩრდილებს. ზაფხულში რეკომენდირებულია წყალგამძლე გელ-ლაინერი და ფხვიერი თვალის ჩრდილები.

მას შემდეგ რაც მაკიაჟის გაკეთებას დაასრულებთ აუცილებლად გამოიყენეთ ფიქსატორი სპრეი ან თეთრი პუდრი

blotting_paper.jpg

ამ გზებით თქვენ შეგიძლიათ მაკიაჟი უფრო დიდხანს გაიჩეროთ ცხელ დღეებში, თუმცა ყოველი შემთხვევისათვის ჩანთაში იქონიეთ სპეციალური „ბლოტინგ“ ფურცლები, რაც კანიდან ზედმეტ ცხიმს მარტივად მოგაშორებთ მაკიაჟის დაზიანების გარეშე.