როგორ მივიღოთ სწორი და ჯანსაღი რუჯი

ლამაზი ოქროსფერი რუჯის მიღება არც თუ ისე მარტივი საქმეა. ზოგი იღბლიანი 1-2 დღეშიც კი ახრეხებს იდეალური ფერის მიღებას, ხოლო დანარჩენებს კი დამწვრობასთან, სიწითლესთან და კანის აქერცვლასთან გვიწევს ბრძოლა.

girl_getting_suntan.jpg

იმისათვის რომ მსგავსი იმედგაცრუებები თავიდან ავირიდოთ და მზის მავნე სხივებისგანაც ნაკლები ზიანი მივიღოთ, ჩვენ დღეს რამდენიმე საიდუმლოსა და რჩევას გაგიმხელთ, იმაზე თუ როგორ მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ და ეფექტურად.

ყოველთვის აირჩიეთ ბუნებრივი გზები

ეცადეთ რომ რუჯი ყოველთვის ბუნებრივი და ჯანმრთელობისათვის არა საშიში გზებით მიიღოთ. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს უსაფრთხო სოლარიუმი. რა თქმა უნდა, იდეალური რუჯის მოკლე დროში მიღება ძალიან მაცდურად ჟღერს, თუმცა ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა.

დაიცავით თქვენი კანი

მზის დამცავი კრემები ჯანსაღი რუჯის განუყოფელი ნაწილია. მზისგან დამცავი კრემი საშუალებას მოგცემთ სასურველი ფერი და დ ვიტამინი ნელნელა მიიღოთ და ასევე დაგიცავთ მზის მავნე სხივებისაგან.

suncreen_on_a_shoulder.jpg

მზის დიეტა

გარკვეული საკვები დაგეხმარებათ რუჯის უფრო მარტივად და ჯანსაღად მიღებაში. კანს საკუთარი SPF-იც გააჩნია, რომელსაც ლიკოპენი ქვია. ორგანიზმში მისი შემცველობის გაზრდით, თქვენი კანის თავდაცვა მზის მიმართ შესაძლოა 30%-ით გაიზარდოს. წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტენული, როგორიცაა სტაფილო ან პომიდორი, უხვად შეიცავს ლიკოპენს.

შავი შოკოლადის ჭამაც ასევე ამცირებს მზის დამწვრობის რისკებს.  

ნუ დაგავიწყდებათ შესვენება

შიგადაშიგ ჩრდილში გადანაცვლებაც არ არის ცუდი იდეა. ამ დროს თქვენი კანი გრილდება და შესაბამისად მიღებული რუჯიც უფრო ჯანსაღი და გამძლე იქნება.