როგორ გავიკეთოთ ზღვის ტალღური ვარცხნილობა

ზაფხულში ყველა ბუნებრივ და მარტივ სტილს მიმართავს. ეს ეხება ყველაფერს, როგორც ჩაცმულობას და მაკიაჟს, ისე ვარცხნილობასაც.

როდესაც საზაფხულო ვარცხნილობებზე ვსაუბრობთ, ყველა მხიარულ ტალღოვან თმაზე ფიქრობს, რომელსაც მარილიანი ზღვა, მზე და ცოტაოდენი ქვიშა იდეალურად აყენებს. მაგრამ რა ვქნათ, თუ ზღვა ახლოს არსადაა. ამ პოპულარული ლუქის შესაქმნელად ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. 

თმის უთოები

ასეთი ვარცხნილობის შექმნის ტრადიციული გზა თმის უთოს გამოყენებაა. არ გაგიკვირდეთ, რა თქმა უნდა თმის უთო ძირითადად უფრო სტრუქტურული ვარცხნილობებისათვის გამოიყენება. თუმცა მას შემდეგ რაც თმის დახვევას მორჩებით, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაიშალოთ ის ხელით და უფრო ბუნებრივი ელფერი მისცეთ.

ნაწნავები

სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ჯანსაღი გზა ამ ლუქის შესაქმნელად დაბანვის შემდეგ თმის დაწვნაა. კიდევ უფრო ეფექტური შედეგისათვის შეგიძლიათ ცოტა მარილის სპრეიც შეიშხუროთ, გაიკეთოთ 2 ნაწნავი და მთელი ღამით გაიჩეროთ. დილას კი უბრალოდ ნაწნავებს გაიშლით და იდალურად ტალღოვანი თმაც გექნებათ.

აბადოკი

ეს თმის ბუნებრივად და დაზიანების გარეშე დახვევის კიდევ ერთი გზაა. უბრალოდ მოიმარჯვეთ აბადოკი და დაახვიეთ მასზე თმა ძირებიდან.

კუდის დახვევა

ასეთი ვარცნილობისთვის არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი იდეალურად სიმეტრიულად და გასწორებული იყოს. ასე რომ, თუ გეჩქარებათ, ყველაზე სწრაფი გზა თმის შეკვრა და უთოთი ერთიანად დახვევაა.