Მანიკურის 5 ტრენდული დიზაინი ამ სეზონისთვის

Ალბათ უკვე მიხვდებოდი რომ ფრჩხილები ჩვენი ბუნებრივი აქსესუარებია და მათაც დიდი დრო უნდა დავუთმოთ.

Თუ კი უკვე უვლი ფრჩხილებს და გინდა რომ წლევანდელ ზაფხულს შეუსაბამო, დროა ტრენდული მანიკურის იდეები დაათვალიერო და მიჰყვე მერანის სავაჭრო ცენტრის ამ სტატიას.

Ხილის დიზაინი

Გემრიელ, წყლიან ხილზე უკეთ რა აღწერს ზაფხულს? Საზამთრო, ლაიმი, ანანასი, ბანანი, ბალი და სხვა. Რომელიც ყველაზე მეტად ჩაჯდება შენს გემოვნებაში, ის დაიტანე შენს პატარა კანვასებზე.

Შეგიძლია გადახედო მერანის სავაჭრო გალერეის MAC-ის ფილიალს სასურველი ფერების და ტონების მოსაძებნად.

juicy-fruit-nails.jpg

Გემრიელი ნაყინიანი ფრჩხილები 

Ზაფხულია! Და ყველას ძალიან გვინდა ნაყინის ჭამა! Ვიცი, ვიცი, ნაყინში ძალიან ბევრი კალორიაა და ხშირად მისი ჭამა არ შეიძლება, მაგრამ დავიჯერო დიდი პრობლემა იქნება თუ კი ნაყინები ფრჩხილებზე გვექნება? 

Ნაყინიანი მანიკური 2019 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრენდია.

ice-cream-nails.jpg

Სტიკერები ფრჩხილებზე

Კოსმეტოლოგის რჩევით გადავწტვიტე რომ სტიკერები გამომეყენებინა დამატებითი ვიზუალისთვის და მას შემდეგ სხვანაირად არც გამიკეთებია მანიკური. Შენც გირჩევ სცადო სტიკერები მანიკურზე. 

Იმისათვის რომ შეჰმატო მას საზაფხულო განწყობა, გამოიყენე ხილის სტიკერები, ატმის, საზამთროს, ან სულაც, ფლამინგოს სახით.

sticker-manicure.jpg

Ფრანგული მანიკური

Არ გინდა გადატვირტული დიზაინი ფრჩხილებზე? Არაუშავს! Უბრალო ფრენჩითაც შექმნი საზაფხულო ტრენდულ ლუქს. Ამისათვის საჭიროა უბრალო თეთრი ფერის ლურჯით, მწვანეთი ან ვარდისფერით ჩანაცვლება

colourful-french-manicure.jpg

Ზოლებიანი/წყვეტილი მანიკური

Ეს ტრენდი საერთაშორისოდ გავრცელებულია და შენც უნდა გამოსცადო. Ხაზები და გაწყვეტილი ნაწილები შენს ფრჩხილებს მიმზიდველ შესახედაობას აძლევს. Ისინი ერთდროულად მიმზიდველი, აბსტრაქტული და საინტერესო ხდებიან. 

line-manicure.jpg

Შენით გააკეთებ ამას თუ პროფესიონალს მიმართავ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა. Მთავარია რომ ამ დიზაინების გამოცდის შემდეგ, შენს ფრჩხილებს თვალს ვერ მოაშორებ.