Მამაკაცების საცურაო კოსტიუმების 4 ტრენდი 2019 წლის ზაფხულისთვის

Საცურაო კოსტიუმს ეძებ ამ ზაფხულისთვის? Თუ შენი მეგობარი მამაკაცისთვის, მეუღლისთვის ან მეგობრისთვის ეძებ გრილ არჩევანს საზღვაოდ?

Გაგიმართლა, მერანის სავაჭრო ცენტრში გვაქვს რამდენიმე რჩევა შენთვის. Ასე რომ, განაგრძე კითხვა და იპოვე შენთვის შესაფერისი საცუარო კოსტიუმი ამ ზაფხულისთვის. 

Მებრძოლი მამაკაცებისთვის 

Მოგწონს სამხედრო სტილი? Სულაც არაა გასაკვირი. Ეს ხომ 2019 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდია? Სამხედრო სტილი მოიცავს ხაკისფერ შორტებს, კამუფლაჟის შორტებს, ან ხაკისფერში შერეულ სხვა ფერის საცუარო კოსტუმებს. 

Ასეთი კოსტიუმები შეგიძლია ნახო მერანის სავაჭრო ცენტრის კოტონის ფილიალში.

military-shorts.jpg

Თეთრი ზოლები ყოველთვის ტრენდულია

Თეთრ ზოლიანი ტანის სამოსი Მარტივი, კომფორტული და ლამაზი სახმარია Და რაც მთავარია, ყოველთვის ტრენდშია. Კიდევ რა შეიძლება გინდოდეს?

Თეთრი ზოლები სხვადასხვა ფერის შორტებზე ამ სეზონის ტრენდების პიკია. 

white-srtipes-shorts.jpg

Ფლორალური პრინტი 

Ფლორალურ პრინტს ყველგან ვხედავთ - ზედები, აქსესუარები, ჩანთები. Რატომაც არ დავატანოთ ეს პრინტი ჩვენს საცუარო კოსტიუმებზე? Ყვავილები, მწვანე ფოთლები და ტროპიკული პრინტები ამ კატეგორიაში გადის. Მეტიც, ასეთი ტიპის შროტების მოძებნა სულაც არ არის რთული. 

floral-shorts.jpg

Მხოლოდ ერთი ფერი 

Არ ხარ იმ ტიპის კაცი ვინც გამორჩეულ და გადატვირთულ საცურაო კოსტიუმს ჩაიცვამდა? Არაუშავს. 

Თუ კი არ იცი რომელი ფერი უფრო გიხდება, შეგიძლია შენი კანის ფერის ტონიდან გამომდინარე შეიძინო გრილი ან თბილი ფერები. Დაიხედე ხელზე, თუ კი ცისფერი ვენები გაქვს, მაშინ შენი კანის ტონი თბილია, ხოლო თუ კი იასამნისფერი ვენები გაქვს - გრილი. Აარჩიე გრილი და თბილი ფერები შენი შორტებისთვის და იყავი დარწმუნებული რომ გამოიყურები საუკეთესოდ. 

simple-shorts.jpg

Გაიყოლე შენი მეგობარი, მეუღლე ან მეგობარი გოგონა მერანის სავაჭრო გალერეაში და ერთად შეარჩიეთ ტრენული საცურაო კოსტიუმები მორიგი საზაფხულო გასეირნებისთვის.