4 ჩაცმულობა სამეფო კარის თამაშებიდან

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სატელევიზიო სერიები დასრულდა. თუმცა, სამეფო კარის თამაშები ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე მოდას ეხება. ქალბატონები მსოფლიოს ყველა მხრიდან ყოველდღიურად იხდენენ მათი საყვარელი პერსონაჟების ლუქებს, თუ მათ თანამედროვე ვერსიებს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესოდ ჩაცმული პერსონაჟი ყოველთვის დეინეირის ტარგარიანი იყო. პატარა საწყალი გოგოდან დაწყებული. 7 სამეფოს დედოფლობამდე, იგი ეკრანზე უამრავ საუცხოო ჩაცმულობით გამოჩნდა. წარმოგიდგენთ ჩვენს საყვარელ ლუქებს. 

daenerys.jpg

დენის ეს ერთი შეხედვით ბინძური და დახეული სამოსი თავისუფლად შეილება გადააქციოთ იდეალურ ლუქაც გარეთ გასასაირნებლად ან ფესტივალზე მოსარგებად. მასში თავს კომფორტულად, გრილად და მოდურად იგრძნობთ. ხოლო, თუ რამე უფრო გამოსასვლელს და ეფექტურს ეძებთ, დრაკონების დედას აქაც აქვს თვენთვის რჩევა. დენის და კიმ კარდაშიანს ფაქტიურად მსგავსი კაბები აცვიათ და ორივე თვალისმომჭრელად გამოიყურებიან.

daenerys-white-dress.jpg

მიუხედავად იმისა, რომ სერსეი საკმაოდ ბოროთი და უარყოფითი პერსონაჟი იყო მთელი სერიალის განმავლობაში, მასაც საკმაოდ ბევრი მიმბაძველი ჰყავს. მისი კაბები შოუს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იყო.

ცნობილი ვარსკვლავები მხოლოდ დედოფლების ლუქებით არ აღფრთოვანებულან. როგორც ჩანს, კენდალ ჯენერს ძალიან მოეწონა შიას კაბა პირველი სერიებიდან.

shea's-dress.jpg

შუასაუკუნეების სტილით შთაგონებული კაბები, სასტიკი საბრძოლო ლუქები და მოშიშვლებული კაბები სამეფო კარის თამაშებიდან კვლავ ძალიან მოდურია.