5 მთლიანი საცურაო კოსტუმი 2019 წლის ზაფხულისთვის

როგორც იქნა დადგა ზაფხული და ცხელი მზიანი დღეები. შესაბამისად, ძალაუნებურად ყველას დასვენებასა და სანაპიროზე გარუჯვა სურს. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ წასულხართ საზაფხულო შოპინგზე, გირჩევთ ჯერ 2019 წლის ზაფხულის საცურაო კოსტუმების ტრენდებს გადახედოთ.

ნეონი

იმისათვის, რომ გამორჩეულად გამოიყურებოდეთ არ არის აუცილებელი ძალიან მოშიშვლებული ბიკინი მოირგოთ. ამ საქმეს ტოპშოპის ნეონის საცურაო კოსტუმიც მშვენივრად აკეთებს.

one_piece_swimsuit_neon .jpg

რეტრო

თუ მაღაზიაში რამე ისეთს დაინახავთ, რაც ეგრევე რეტროს ასოციაციას გაგიჩენთ აუცილებლად მოიზომეთ. ქამრიანი საცურაო კოსტუმები, რეტრო ფერები, წვრილი ზოლები, ეს ყველაფერი ძალიან მოდურია ამ სეზონზე. „Solid & Striped“-ის ეს საცურაო კოსტუმი კი თან კლასიკური და თან ძალიან მომხიბვლელია.

one_piece_swimsuit_retro.jpg

სერფინგისტი

ალბათ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას გვიოცნებია იმ დიდი ტალღების დაჭერა, რომლებსაც სერფინგისტები ასე ადვილად იმორჩილებენ. ეს არც თუ ისე მარტივი დავალებაა. თუმცა, ყველას შეგვიძლია მოვირგოთ, გრძელ-მკლავიანი ყვავილოვანი საცურაო კოსტუმი და თავი ნამდვილ სერფერად ვიგრძნოთ.

ასიმეტრიული

თუ რამე უფრო ქალურს და ნაზს ეძებთ, მაშინ მოძებნეთ საცურაო კოსტუმი, რომელსაც მხოლოდ ერთი მკლავი აქვს.

one_piece_swimsuit_one_shoulder.jpg

ეკოლოგიური

2019 წელს, ყველაფერი მხოლოდ ვიზუალით აღარ წყდება. რაც უფრო ეკოლოგიურად მისაღებ არჩევნებს გააკეთებთ შოპინგისას, მით უფრო უკეთ იგრძნობთ თავს ფსიქოლოგიურად. ეს ულამაზესი თეთრი საცურაო კოსტუმი „Aggie Swimwear“-ისაგან ბალიში გადამუშავებული  სათევზაო ბადეებისგანაა შექმნილი.

one_piece_swimsuit_recycled.jpg

მთლიანი საცურაო კოსტუმები არამხოლოდ სანაპიროზე თუ აუზზეა პოპულარული. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ისინი ატაროთ, როგორც ტოპი თქვენს საყვარელ შორტთან თუ ქვედაბოლოსთან ერთად.