10 ყველაზე გლამურული ჩაცმულობა კანის კინოფესტივალიდან

გასულ თვეში კანში ერთ-ერთი ყველაზე გლამურული წითელი ხალიჩის ღონისძიება გაიმართა. მოდით გადავხედოთ ცნობილ ვარსკვლავებსა და ახალ სახეებს ვინც წელს ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ თავისი ჩაცმულობით.

ჯენერები და კარდაშიანები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან სადაც არ უნდა წავიდნენ. არც კანის კინოფესტივალი იყო გამონაკლისი. ამჯერად კენდალ ჯენერმა მიიქცია ყურადღება თავისი საყვარელი და ფუშფუშა Giambattista Valli x H&M-ის კაბით.

ელ ფენინგი უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. განსაკუთრებით როდესაც კლასიკურ კრემისფერ კაბაში გამოჩნდა. მისი კაბა საოცრად ნაზი და ელეგანტური იყო.

ნატაშა პოლი, რასაც ქვია ანათებდა როგორც ნამდვილი ბრილიანტი de Grisogno jewelry-ს კაბაში.

Natasha-Poly-2019-Cannes-outfit.jpg

სრულიად შავ სამოსში გამოწყობილი, შავგვრემანი ლამაზმანი ადრიანა ლიმა ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი იყო.

როგორც ყოველთვის, მარგო რობი განსხვავებულად, ექსტრავაგანტულად და მოდურად გამოიყურებოდა Chanel-ის ჩაცმულობაში.

Margot-Robbie-2019-Cannes-outfit.jpg

ინსტაგრამ ინფლუენსერი კამილა კოელიო საოცრად გლამურული იყო Georges Hobeika-ს კაბაში.

Camila-Coelho-2019-Cannes-outfit.jpg

ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს სრულიად თეთრ ჩაცმულობებში.

Priyanka-Chopra-Nick-Jonas-2019-Cannes-outfit.jpg

 წელს საკმაოდ ბევრმა ვარსკვლავმა უპირატესობა მოკლე სექსუალურ კაბებს მიანიჭა, გრძელი კაბების ნაცვლად. მათ შორის მართა ჰანთიც იყო.

Martha-Hunt-2019-Cannes-outfit.jpg

კიდევ ერთი ტრენდი, რაც წითელ ხალიჩაზე შეინიშნებოდა სარკისებრი კაბები იყო. სარა სამპაიო ერთ-ერთი ყველაზე გლამურული ვარსკვლავი იყო Rami Kadi-ს ჩაცმულობაში.

Rami-Kadi-2019-Cannes-outfit.jpg

შეილინ ვუდლის გარეშე ეს სია ნამდვილად დაუსრულებელი იქნებოდა. მისი დიორის კაბა-კოსტუმი ძალიან ეფექტური იყო.

Shailene-Woodley-2019-Cannes-outfit.jpg